აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს “გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის” პროგრამის სტუდენტის, გიორგი (გიო) ლაღაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო!
თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, მეუღლეს, მცირეწლოვან შვილებს, მეგობრებს, კურსელებსა და ახლობლებს”, – წერია სამძიმრის წერილში, რომელსაც უნივერსიტეტი სოციალურ ქსელ ფეისბუქში აქვეყნებს.