ოჯახს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე 18 წლის წვევამდელის, იუსუბ ნასიბოვის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და თავდაცვის უწყებიდან კითხვებზე ამომწურავ პასუხს ითხოვენ.
18 წლის რიგითის ოჯახი გუშინ, 8 ივნისს, გვიან ღამით, აღნიშნულ სამხედრო ბაზასთან შეიკრიბნენ და კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.