LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახში ძალადობის საქმეებზე გირაოს გამოყენება ლიბერალური მიდგომაა – საშიში ტენდენციაა განვითარებული სასამართლოების მიერ: ეკა ქობესაშვილი 

163
ეკა ქობესაშვილი

12 იანვარს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის (HRW) ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2022 წელს მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას მიმოიხილავს.

ფარული თვალთვალი, შევიწროება, თავდასხმები ჟურნალისტებზე – რა ფაქტები მოხვდა HRW-ის ახალ ანგარიშში

საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას, Human Rights Watch ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას, სადაც საუბარია ოჯახში ძალადობის საქმეების წარმოებისას გამოვლენილ მართლმსაჯულების ხარვეზებზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აცხადებს, რომ ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე, სავარაუდო მოძალადის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება ქმნის საფრთხეს, რომ მსხვერპლის მიმართ კვლავ განხორციელდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

იურისტი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ სხვა დანაშაულებთან შედარებით, ოჯახში ძალადობის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების სახით ლიბერალური მიდგომა მოქმედებს. მისივე თქმით, „სასამართლოების მიერ, საშიში ტენდენციაა განვითარებული“.

ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეზე, ხშირად ხდება აღკვეთის უზრუნველყოფის სახით გირაოს გამოყენება. სავარაუდო მოძალადეები კვლავ არიან თავისუფლებაში, რაც იწვევს მსხვერპლისთვის განმეორებით დისკრიმინაციას, მსხვერპლის კიდევ უფრო დაშინებას. სავარაუდო მოძალადეები აგრძელებენ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს და არსებობს მომეტებული რისკი, რომ ეს ძალადობა უფრო მძიმე შედეგებით იყოს დასრულებული.

სხვა დანაშაულებს თუ შევადარებთ ოჯახში ძალადობის საქმეებს, შეიძლება ითქვას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით, უფრო ლიბერალური მიდგომაა გავრცელებული და უფრო საშიში ტენდენციაა განვითარებული სასამართლოების მიერ“, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

პოპულალურები