გიორგი ცხადაძე eclectic.channel -ში იმყოფებოდა სტუმრად. მსახიობმა და მომღერალმა 90-იანი წლების ტრავმებზე გულახდილად ისაუბრა.
„ოჯახში მატერიალურად ძალიან გვიჭირდა. ომი ახალი დამთავრებული იყო და მახსოვს ვსაუბრობდით, რომელ ნაყინს ვიყიდიდით, მარშუტკით ვივლიდით, თუ ტრამვაით… ასეთ თემებს განვიხილავდით. ეს ამბავი ძალიან გამოყოლილი მაქვს. დღესაც გაცხოველებულად ალბათ იმიტომ ვმუშაობთ, რომ იმ ტრავმების გადაფარვა გვინდა, რომ ისევ იქ არ დავბრუნდეთ.“ – ამბობს გიორგი ცხადაძე.
