LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახური კონფლიქტი პროკურორის ოჯახში – დაზიანებულია ერთი პირი

72

წყნეთის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა.

როგორც ჟურნალისტებს ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსმა, თამარ მელიამ, განუცხადა, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის პროკურორი, თუმცა, მის გვარსა და სახელს ვერ აკონკრეტებს.

„როგორც შემოვიდა შეტყობინება, გვიან ღამით მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რამაც გამოიწვია ხმაური და ჩხუბი. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ ამ დროისთვის სიწყნარეა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. როგორც გვითხრეს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი პროკურორია,“  – განაცხადა თამარ მელიამ.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პირს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g