ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ცეცხლი ავტომობილის სადენებს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია.
”იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იყო მომჩივანი და დაზარალებული, საქმეზე ძიება არ დაწყებულა,” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოს ავტორი გურამ შეროზიაა.