LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკეანეში 4 ათასამდე ავტომობილი დაიწვა

ship

წყნარ ოკეანეში 4 ათასამდე ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა 198 მეტრიან ხომალდზე მოხდა. გემი სახელად Sincerity Ace იაპონიიდან ჰავაის მიმართულებით მიდიოდა და თან დიდი ტვირთიც მიქონდა. ბორტზე გარდა ავტომობილებისა ეკიპაჟის წევრებიც იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, გემზე სულ 21 ადამიანი იყო და ერთი მათგანი უკვალოდ დაიკარგა, დანარჩენები კი მაშველებმა გადაარჩინეს.

Nissan-ის კონცერნმა უკვე დაადასტურა, რომ ხომალდზე მოთავსებული 3500 ავტომობილი მას ეკუთვნოდა. გარდა ამისა, გემს კიდევ 300 მსუბუქი ავტომობილი და სამშენებლო ტექნიკაც გადაქონდა. თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, Ace-ის ძრავს ამ მომენტამდე ცეცხლი უკიდია და მაშველები მის ჩაქრობას ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g