LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული, აშშ ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია – აშშ-ის საელჩო

181
27021370_10156014719317954_6063933321574512268_o

ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეძღვნება.

“დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ მათ, ვინც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად დახოცეს და გადაასახლეს. ასევე, ვიხსენებთ კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასობით ათას მსხვერპლს.

70 წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g