LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტები „აზოვსტალის“ ქარხანას ბომბავენ, მოქალაქეებს კი სნაიპერების სატყუარად იყენებენ – ბოლო ცნობები მარიუპოლიდან

118
BeFunky-collage (10)

ოკუპანტები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანას ბომბავენ და ლევობერეჟნის რაიონის საცხოვრებელი სექტორის მიმართულებით ისვრიან. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი ავრცელებს.

ამასთან, როგორც პეტრო ანდრიუშჩენკო წერს, რუსი ძალები მაიდენტიფიცირებელი თეთრი ლენტებით, მშვიდობიან მოსახლეობას სნაიპერების სატყუარად იყენებენ.

“როგორც ხედავთ, ურწმუნოები აზოვსტალს ურტყამენ არა მხოლოდ ბომბებით, არამედ აგრძელებენ არტილერიითა და ტანკებით დარტყმას ლევობერეჟნის რაიონის საცხოვრებელ სექტორზე.

ამავდროულად, გუშინ ურწმუნოებმა გახსნეს წვდომა სახლებიდან ნივთების შესაგროვებლად. იმ სავალდებულო თეთრი ლენტების გათვალისწინებით, რომელსაც რუსები იყენებენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის, ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებას უკრაინელი სნაიპერებისთვის “სატყუარად”, — წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი.

“მარიუპოლი არ დაცემულა, იბრძვის” – რას აცხადებს პენტაგონი და ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g