LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტების თავდასხმას დონეცკში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

64
630_360_1649585745-506

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, დონეცკის რეგიონში ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია რეგიონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ოჩერეტინოზე, ნიუ იორკზე და უგლედარზე მიიტანეს.

უკრაინის ოპერატიული სარდლობა „აღმოსავლეთის“ ინფორმაციით, აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის საარმიო ნაწილებმა ოთხი შეტევა უშედეგოდ განახორციელეს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 200-მდე რუსი მებრძოლი, მათი ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა ტექნიკა გაანადგურეს.

გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტების ექვსი შეტევა მოიგერიეს, ასევე მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტექნიკა და უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურეს.

ცნობილი ხდება, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ოდესას რაკეტები ესროლეს. ოთხი მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ორი კი საცხოვრებელ რაიონში ჩავარდა. ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g