გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან ადგილობრივი მენახირეები გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ორმა გატაცებულმა გაქცევა მოახერხა, ერთს კი ვერ პოულობენ.
“გორის რაიონი სოფ ახალუბანი!!!!
ამ წუთას დამირეკა ატირებულმა ქალბატონმა ახალუბნიდან!!!
გაიტაცეს ადგილობრივი მენახირეები, ორმა მოახერხა გამოქცევა, ერთს ვერ პოულობებ!!!
დაირაზმა სოფელი და მუდის დასახსნელად!!!
სასწრაფო რეაგირებაა საჭირო!!!
მე გავდივარ ჩითახევიდან ახალუბნისკენ!!!”, – წერს ქაცარავა.
“ფორტუნას” სუს-ში ერთი პირის დაკავება დაუდასტურეს. როგორც სახელწმიფო უსართხოების სამსახურში განმარტეს, მენახირე ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მომხდართან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია.