უკრაინაში, მიკოლაივის ოლში რუსმა ოკუპანტებმა ავტოგასამართ სადგურზე ცეცხლი გახსნეს.
უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.
“შემთხვევა კორაბელნის რაიონში მოხდა, სროლის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 3 მამაკაცი, ერთი ქალი კი დაშავდა, რომელიც მაშველების მისვლამდე სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში