ხერსონის ოლქში, საძიებო სისტემა Google-ზე, YouTube-ზე და Viber-ზე წვდომა შეიზღუდა.
ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა, კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა.
„ჩემი მოთხოვნით საძიებო სისტემა Google-ი გათიშულია, ისევე როგორც YouTube-ი და Viber-ი. უკრაინის ხელისუფლება და მათი ამერიკელი კურატორები ამ სოციალურ ქსელებს იყენებენ როგორც ინფორმაციული ტერორიზმის ელემენტებს“, – აცხადებს სტრემოუსოვი.
ცნობისთვის, ხერსონის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ჯარების კონტროლის ქვეშაა.
მანამდე Google-ი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებშიც“ აიკრძალა.