სოფელ ხურვალეთთან ახლოს, ოკუპირებული ტერიტორიიდან 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იგივე ხნული განაახლეს, რომელიც, დაახლოებით, 2 თვის წინ გაავლეს.
სხვა ტერიტორიებზე ამ წუთებში ტექნიკა არ მუშაობს და არც ახალი ხნულები გაუკეთებიათ.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებით კი, აღნიშნული ხნულები ხანძარსაწინააღმდეგოა, არაფერი კავშირი არ აქვს სასაზღვრო ნაგებობებთან.