LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოკუპანტებმა კოლონია დაბომბეს და ჩაიდინეს ომის საშინელი დანაშაული” – გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 53 უკრაინელი სამხედრო ტყვე

364
Untitled design (6)

“ელენოვკას კოლონიაში მოკლული უკრაინელი სამხედრო ტყვეების რაოდენობა 53-მდე გაიზარდა”, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

თავად ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაღუპულია 47 უკრაინული სამხედრო ტყვე.

სოციალურ მედიაში ასევე ვრცელდება პრორუსი “ბოევიკების” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც, რომელშიც ჩანს დაბომბილი კოლონია.

უკრაინული მედიის ცნობით, “ბოევიკები” ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილი იყო მხოლოდ 7 ტყვე.

გავრცელებული ცნობითვე, მეომრებს შორის არიან “აზოვის” პოლკის მებრძოლებიც. დაშავებულია 130 ადამიანი.

“სეპარატისტების თქმით, დარტყმა სავარაუდოდ განხორციელდა “ჰაიმარსის” მიერ და ეს არის მთავარი შეუსაბამობა: “ჰაიმარსი” მაღალი სიზუსტის იარაღია, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს ოკუპანტების საწყობების განადგურებით და ანტონოვსკის ხიდის დაზიანებით.

ელენოვკაში სამხედრო ტყვეების განთავსების ადგილი ყველასთვის ცნობილია და იქ დარტყმას არავინ აპირებდა.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ოკუპანტებმა და მათმა თანამზრახველებმა სეპარატისტული დაჯგუფებიდან დაბომბეს ციხე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ და ამით ჩაიდინეს ომის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g