გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა ოკუპანტებმა მწყემსი გაიტაცეს.ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
მათივე განცხადებით, მამაკაცი სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა.
საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ცხინვალის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება.