LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა ორი მოქალაქე დააკავეს

150
okupacia

გორში, სოფელ ნიქოზთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუსში ადასტურებენ.

როგორც ცნობილია, ნიქოზის მცხოვრებლები, ნიკოლოზ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

სუსში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ცხელი ხაზი მოქმედებს,  ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები