საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტ სოფელ კირბალში ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს.
დაკავებულია ალექსანდრე შიუკაშვილი, რომელიც თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა, როგორც თავად ამბობენ, გამოქცევა მოასწრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მოზარდის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.