LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებმა სოფელ წაღვლთან საგუშაგოს მოწყობა დაასრულეს – მოსახლეობა უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

223
2EF0D194-BD82-45C8-BED4-94E94F28DF45-w1200-r1-s

საოკუპაციო რეჯიმი კვლავ გააქტიურდა, ჩორჩანას მიმართულებით ვითარება სულ უფრო მძიმდება. ქართული სოფლების სიახლოვეს სამი საგუშაგოს განთავსებით, ფაქტობრივად ალყაში ექცევა ჩორჩანას ტყეში აგვისტოს ბოლოს მოწყობილი საოპოლიცო საგუშაგო.

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ წნელისს, ჩორჩანასა და წაღვლს შორის საგუშაგოს მოწყობა უკვე დაასრულა. საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით დე ფაქტო ცხინვალის დროშა აღმართეს.

საგუშაგო იმ გზაზეა მოწყობილი, რომელზეც სოფელ წაღვლის მოსახლეობა გადაადგილდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპანტები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.

საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს – დევიდ კრამერი

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციითვე, პროცესში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები უკვე ჩართულნი არიან. 

წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში ხაშურის მერიის წარმომადგენელი ვერ აკონკრეტებს, ზუსტად რა მანძილზეა სოფლის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის საგუშაგო შემოჭრილი.

„ამ გზას სოფლის მოსახლეობა ვხმარობთ. ამ ტყით ვსარგებლობდით. ახლა აქ გადაადგილება შეუძლებელია. რამდენიმე დღის წინ დადგეს ეს პოსტი ოსურმა მხარემ სოფელ წაღვლის კუთვნილ ამ გზაზე. დროშაც აღმართეს. აქედან დაახლოებით 400 მეტრში მეორე ოსური დროშა აღმართეს. იქ არ ვიცით, მხოლოდ დროშაა თუ საველე პოსტიც არის. ვერ ვხედავთ, აქედან რთულია დანახვა. სამუშაოები ფაქტობრივად დაასრულეს. აქედან ვხედავთ, რომ დგანან და გადაადგილდებიან პოსტზე. ამ საგუშაგოს დადგმა ჩორჩანასთან ჩვენი, ქართული საპოლიციო საგუშაგოს დადგმას მოჰყვა. ამის მიუხედავად, ვთვლით, რომ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმა უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია. ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა და მოსახლეობაში არანაირი პანიკა არაა“, – განაცხადა ვაჟა ლომიძემ.

საოკუპაციო რეჟიმი პოზიციებს არ ცვლის - რა შედეგით დასრულდა ერგნეთის შეხვედრა

არსებობს თუ არა მოლაპარაკების რესურსი - სუს-ის წარმომადგენელი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდია, ოსური მხარე ხან ქართული ბლოკპოსტების აღებას ითხოვს, ხან საგუშაგოებს თავად აშენებს. ამ თემაზე ქართულმა მხარემ არაერთი განცხადება გააკეთა, სადაც ხაზგასმულია, რომ ისინი ბლოკპოსტების აღებას არ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g