ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში მცხოვრები ასაკოვანი მამაკაცი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებისას ის სოფლის განაპირას პირუტყვს აძოვებდა.
წინასწარი ინფორმაციით, გატაცებული 94 წლის გორა ღარიბაშვილია. ეს მისი დაკავების მეორე შემთხვევაა. ოჯახს ე.წ. საზღვრის კვეთის დადგენილი ჯარიმის გადახდის მოთხოვნით არავინ დაკავშირებია.
