LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებს ტყვეობაში მყოფი „აზოვის“ ორი მცველის სიკვდილით დასჯა სურთ – რას წერს უკრაინული მედია

104
აზოვის მებრძოლები

უკრაინული მედიის ცნობით, რუსები ამბობენ, რომ „აზოვის“ ორ მებრძოლს სიკვდილით დასჯა ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა – „Украинская правда“ დაზვერვის სამსახურის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვის წყაროს ცნობით, ისინი კოლონიიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიყვანეს.

გამოცემის ცნობით, რუსი პროპაგანდისტები სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებენ: ზოგი წერს, რომ მებრძოლებს განაჩენი 9 ივლისს გამოუტანეს, ზოგიერთი კი ამბობს, რომ სასამართლო პროცესი მომავალში გაიმართება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, „აზოვის“ მებრძოლების სიკვდილის დასჯის მიზეზებზეც სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. როგორც „Украинская правда“ იუწყება, თავდაპირველად წერდნენ, რომ თითქოს „აზოვი“ მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობას ესროდა, მოგვიანებით კი გავრცელდა ცნობები, რომ ისინი დაჭრილ ოკუპანტებთან ერთად, კოლონას თავს დაესხნენ.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, არანაირი მტკიცებულება და დეტალები, ჯერჯერობით  არ ვრცელდება.

ახალ ცნობებს უკრაინაში მიმდინარე ომიდან ვრცლად გაეცნობით:

რუსმა სამხედროებმა ჩასივ-იარში კორპუსი დაბომბეს – დაღუპულია 18 ადამიანი

ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g