ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სასუნთქი აპარატის გათიშვის გამო გარდაიცვალა.
ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, რეანიმაციულ განყოფილებაში სასუნთქი აპარატები გაითიშა. ექიმებმა რეანიმაციული ზომების მიღება დაუყოვნებლივ დაიწყეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის გამო მძიმე მდგომარეობაში რჩება კიდევ 2 ადამიანი.