LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა: იმოქმედებს კომენდანტის საათი

263
9636853

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულებას.

საგანგებო მდგომარეობის დროს აფხაზეთში კომენდანტის საათი იმოქმედებს და ტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება. 

კორონავირუსის საფრთხის გამო: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურსა და ფსოუზე შეზღუდვები დააწესა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის გამო ენგურსა და ფსოუზე კარანტინი დააწესა.დღეიდან იზღუდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ ადამიანების შესვლა, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი არ აქვს. როგორც აფხაზეთის ე.წ. სანიტარიული სამსახური იუწყება, არ აქვთ საშუალება, საზღვარზე კორონავირუსთან დაკავშირებული შემოწმებები აწარმოონ. კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ფსოუზე ე.წ. საზღვარზე მსგავსი ტიპის შეზღუდვა არ ყოფილა დაწესებული. ადგილობრივი მედიის […]

პარლამენტის პრესსპიკერის ვალერი კვარჩიას ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გამო გამოცხადდა.

„დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას“, – აღნიშნა ჟუნალისტებთან საუბარში ვალერი კვარჩიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ამ დრომდე  აფხაზეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა მათი განცხადები დაჯერება ძნელია, რადგან თავადვე აცხადებენ, რომ ვირუსის დასადგენად საჭირო 400 ტესტი რუსეთისგან მხოლოდ ახლახან მიიღეს.

“მოსკოვში კეთილდღეობას კი არა, ვირუსს გამოექცნენ და ამაში საგმირო არაფერია” – აფხაზი სტუდენტი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა  28 მარტიდან 20 აპრილამდე გამოცხადდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g