ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გუდაუთაში, ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე კერძო სასტუმროში ხანძრის ჩაქრობისას, ორი – ბავშვის ცხედარი იპოვეს. მეხანძრეების ადგილზე მისვლისას ცეცხლის ალი უკვე შენობის რამდენიმე სართულზე იყო გავრცელებული.
თვითმხილველები ამბობენ, რომ სახლი რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ნაქირავები.