LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას გამოსახულებით კუპიურა გამოუშვეს

121

ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნულმა ბანკმა სამსახსოვრო ბანკნოტები გამოუშვა.

ბანკნოტის ერთ მხარეზე ვლადისლავ არძინბაა გამოსახული, მეორე მხარეზე კი აფხაზი მებრძოლები, რომელთაც აფხაზური დროშა უჭირავთ. ფულზე ასევე გამოსახულია აფხაზეთის დე ფაქტო გერბი და რუკა.

ბანკნოტები 500 აპსარის ღირებულებისაა (5000 რუბლი). ისინი აფხაზთა ე.წ. სამამულო ომში გამარჯვების 21-ე წლისთავს ეძღვნება.

ბანკნოტი 10000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა და ის წარმოებაში 29 სექტემბერს ჩაეშვება. ბანკნოტის ზომა 150×65 მმ-ია.

apsnylife.ru-ს ინფორმაციით, ამ ბანკნოტებს საცალო ვაჭრობის შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ.

ვლადისლავ არძინბა 1990–1994 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის დე ფაქტო მეთაური იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g