LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ დონეცკში ძლიერი ხანძარია

77
download

დღეს დილიდან უკრაინული მედია ავრცელებს ცნობებს იმის შესახებ, რომ ძლიერი ხანძარია უკრაინის ქალაქ დონეცკში, რომელიც ამჟამად რუსეთის კონტროლქვეშაა.

მათივე ცნობით, ხანძარი ქალაქ დონეცკის ბუდენოვსკის რაიონში გაჩნდა.

რუსული სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით კი, იწვის ნავთობის ბაზა. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები წერენ, რომ ხანძარი უკრაინის არმიის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული უკრაინის სარდლობის მიერ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემებით რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მასალების და საწვავის ათეულობით საწყობი გაანადგურეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რეზნიკოვი: უკრაინელებმა „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები