LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

481
გალი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.

„ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გავარდა, მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გაჩნდა. მთელი სოფელი გლოვობს“, – ამბობს გალის რაიონის მცხოვრები „რადიო თავისუფლებასთან.“

აფხაზური ტელეგრამარხი „აიაშარა“ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g