LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც 2019 წლიდან ჩაკეტილი იყო, დღეიდან გაიხსნა

216
ახალგორი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ახალგორის შესასვლელში არსებული ე. წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა.

ინფორმაცია “ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, ამ დროისთვის ცნობილი არ არის, როდემდე იქნება გახსნილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი 2019 წლის 5 სექტემბრიდან ჩაკეტილი იყო.

პოპულალურები