LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობამ „საზღვარზე“ დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება დაუშვა

126
ოკუპაცია

დროებით ოკუპირებული ცხინვალში ე.წ ხელისუფლებამ სეპარატისტ სამხედროებს უფლება მისცა, გამოიყენონ იარაღი უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, რომელიც ოკუპირებული რეგიონის „საჰაერო სივრცეს დაარღვევენ“.

შესაბამისი ცვლილებები ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს შესაბამის „მთავრობის დადგენილაბში“ შეიტანა.

რუსული გამოცემა Tass-ის ცნობით, ცვლილებები „კომიტეტზე“ ე.წ სასაზღვრო უსაფრთხოების დე ფაქტო ხელმძღვანელმა, ვალერი ალიკანტმა წარადგინა.

მისი მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დიაპაზონი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში გაზრდილია.

ალან გაგლოევი: იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ჯერი დადგება

გაგლოევი მოხარულია, რომ რუსეთთან გაერთიანების თაობაზე „ხალხის სურვილი გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას დაემთხვა“.

„გამონაკლისი არ არის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება“. – აღნიშნა ალიკანტმა.

მანამდე დე ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უპილოტო საფრენი აპარატების რეგიონში შემოტანისას სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g