LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-22 სექტემბერს ჩაიკეტება

104

„ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება,“ – ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27- წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, 19 სექტემბრის 09:00 საათიდან საქართველოს საზღვარზე მოქალაქეების გატარება დროებით შეიზღუდება, – ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს, 07:00 საათზე აღდგება.

magti 5g