რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ წინადადება. პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, მოლაპარაკებები გამართოს სამხრეთოსურ მხარესთან და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.
აღნიშნული შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა.