LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთი უკრაინელ ბავშვებს მასობრივად იტაცებს: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

147
Untitled design (13)

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მასობრივად იტაცებენ ბავშვებს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს:

“რუსეთი მასობრივად იტაცებს უკრაინელ ბავშვებს. ათასობით უკრაინელი ბავშვი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში არალეგალურად არის “ევაკუირებული”.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (დუმა) კი აჩქარებს კანონპროექტს რუსული ოჯახებისთვის მათი “გაშვილების” გამარტივებული პროცედურის შესახებ”, – აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში