უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინელები ვერ ხედავენ მათი ტანჯვის დასასრულს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხუთთვიანმა ომმა უკრაინელები იძულებული გახადა შეეცვალათ მოლოდინები.
“ჩვენ უნდა დავზოგოთ ჩვენი ძალა, უნდა დავზოგოთ ენერგია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს”,- ამბობს უკრაინის პირველი ლედი.
მან კრემენჩუგში მომხდარ თავდასხმაზეც ისაუბრა და მეუღლის, ვოლოდიმირ ზელენსკის მსგვასად, მომხდარს ტერორიზმი უწოდა.
“ჩვენ არაერთხელ ვიყავით შოკირებული. არ ვიცი, სხვა რით შეიძლება ოკუპანტებმა შოკში ჩაგვაგდონ,” – განაცხადა ზელენსკამ.
რუსულ სარაკეტო თავდასხმას კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე 18 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.