LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში ჩავიდა – უკრაინის პირველი ლედი 20 ივლისს აშშ-ის კონგრესს მიმართავს

127
ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში ჩავიდა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა. როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, ენტონი ბლინკენის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს ბევრად დიდ ხანს, ვიდრე პუტინი, უცვლელია.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ინფორმაციით, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა. გამოსვლაზე პალატისა და სენატის ყველა წევრია მიწვეული. CNN-ის ცნობით, პირველი ლედის გამოსვლა ვაშინგტონის დროით 11:00 საათზეა დაგეგმილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g