LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ წელს ელოდება

137
ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ნატო-ს მომავალი წლის სამიტს, რომელიც ვაშინგტონში უნდა გაიმართოს, უკრაინის ალიანსში მიღების შესაძლებლობად განიხილავს.

„ვინ იცის, იქნებ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყოს უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია“, – განუცხადა რეზნიკოვმა CNN-ს.

ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს. აქვე რეზნიკოვი ამბობს, რომ ომი მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება თავად ალიანსის ინტერესებში იქნება.

„გამარჯვების შემდეგ, ამის შემდეგ, ეს ნატო-ს ინტერესებში იქნება, რადგან ჩვენ გავხდით ნატო-ს ნამდვილი აღმოსავლური ფარი, ან ევროპის აღმოსავლური ფარი. უკრაინამ მოიპოვა ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება – როგორ შეაკავოს რუსები, დაამარცხონ ისინი, დაამარცხონ ისინი ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით“, – განაცხადა რეზნიკოვმა.