LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლგა ბაბლუანი: „ჩვენთან ყველაზე კარგად ემოციური პორნოგრაფია და სკანდალი იყიდება…“

418

ტელეწამყვანი ოლგა ბაბლუანი „ფორტუნა პლუსზე“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი გახლდათ. მან ცნობილ ოჯახზე და თავის საქმეზე ისაუბრა. ამჟამად ოლგას „იმედზე“ პროექტი „რა დროს ძილია“ მიჰყავს. როგორც თავად ამბობს, სურდა, ისეთი გადაცემა გაეკეთებინა, რომელსაც ბევრი მაყურებელი ეყოლებოდა.

  • წლების განმავლობაში საერთოდ არ ჩანდი ტელევიზიაში
  • მე მოვდივარ კინოდან, თუმცა ახლა ვსაუბრობთ მედიაზე. პირველი გადაცემა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მქონდა და „მშვიდობით, იარაღო!“ ერქვა. შემდეგ იყო „მაესტრო“ და ბოლოს „იმედი“.
  • რატომ გადაწყვიტე, რომ ტელევიზიაშიც გეცადა ბედი?
  • მინდოდა, გამეკეთებინა კულტურულ-შემეცნებითი პროექტი, რომელიც ფართო მასებისთვის იქნებოდა საინტერესო. გადაცემის გაკეთებამდე გამოვკითხეთ საზოგადოება და გავიგეთ, რა სურდათ მათ. 88%-ით იყო იმ პროექტის მხარდაჭერა, რომელიც მომავალში შევქმენით.

სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაზე კარგად ემოციური პორნოგრაფია და სკანდალი იყიდება. რეკლამას არავინ ჩადებს გადაცემაში, რომელსაც ხალხი არ უყურებს, სწორედ ამიტომ გვინდოდა შეგვექმნა ის, რაც ხალხს უნდოდა, ოღონდ არ ყოფილიყო დაფუძნებული სკანდალზე. გადაცემის 80%, მათ შორის ფინანსური მხარეც, ჩემი შექმნილია…

განაგრძე კითხვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები