LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიგარქები არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და დღესაც ცდილობენ ამ ნაძარცვი ფულით შეინარჩუნონ გავლენები ქართულ პოლიტიკაში – კობახიძე

82
კობახიძე

ირაკლი კობახიძემ იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო. „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე აქცენტს ჩამონათვალის ერთ-ერთ პუნქტზე – „დეოლიგარქიზაციაზე“ აკეთებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ოლიგარქები ის ადამიანები არიან, ვინც მოსახლეობას 9 წლის განმავლობაში ძარცვავდა.

„ეს პუნქტი არის შეტანილი სამივე ქვეყნის დათქმებში. ანუ, დათქმები აქვს დაწესებული იგივე მოცულობით უკრაინას და მოლდოვას და იქაც არის ეს პუნქტი მკაფიოდ ნახსენები. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ოლიგარქები არიან საქართველოში – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და დღესაც ცდილობენ ამ ნაძარცვი ფულით შეინარჩუნონ გავლენები ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ “იმედის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g