LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური ცეცხლი კუერტენმა უნდა აანთოს

17

ბრაზილიელებს სურთ, რომ რიოს ოლიმპიური ცეცხლი გუსტავო კუერტენმა დაანთოს.
ყოფილმა ჩოგბურთელმა საგრძნობლად გაუსწრო ფეხბურთის კუმირებს – პელეს და ნეიმარს.

GloboEsporte-ის კვლევაში თითქმის 80 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რესპოდენტენს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: ”თქვენი აზრით, ვინ იმსახურებს რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური ცეცხლის ანთებას? ასარჩევი იყო ათი ვარიანტიდან. კუერტენის კანდიდატურამ 38,69% დააგროვა.
მეორე ადგილზე გავიდა იახტსმენი რობერტ შეიდტი (15,51%), რომელსაც ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე მეტი ოლიმპიური მედალი აქვს აღებული. მესამეზე აღმოჩნდა მარათონელი ვანდერლეი კორდეირუ დი ლიმა (12.15%).
ლეგენდარული ფეხბურთელი პელე მხოლოდ მეოთხეზე გავიდა (11.6%). ყველაზე ცოტა ხმა – 1.66% – მიიღო ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ნეიმარმა.

XXXI ზაფხულის ოლიმპიადა 5-დან 21 აგვისტომდე გაიმართება.

კეურტენი მსოფლიოს ექს პირველი ჩოგანია და სამჯერ აქვს მოგებული ”როლან გაროსი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები