ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 2025 შეაჯამა. მან ქსელში ტრადიციული, წლის შემაჯამებელი რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც თავი ფავორიტ სიმღერებს, წიგნებსა და ფილმებს მოუყარა.
ამერიკის 44-ე პრეზიდენტის 2025 წლის ,,ფლეილისტი” 30 სიმღერისგან დაკომპლექტდა. სიას ოლივია დინის Nice to Each Other ხსნის, რომელსაც კენდრიკ ლამარისა და სიზას luther და ბარნა ბოისა და ტრევის სკოტის TaTaTa მოჰყვება. ჩამონათვალში ასევე ისეთ ჰიტებს ვხვდებით, როგორებიცაა: Blackpink-ის Jump, ლედი გაგას Abracadabra, ჩაპელ როუნის The Giver, ალექს უორენის Ordinary, დრეიკის Nokia და სხვა.

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ფავორიტ წიგნებს შორის პირველი ადგილი ბეს მეისის მემუარს – Paper Girl მიანიჭა, იმ ფილმებს შორის კი, რომელთაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ლიდერ პოზიციაზე კინოსურათი ლეონარდო დიკაპრიოსა და შონ პენის მონაწილეობით – ,,ბრძოლის შემდეგ ბრძოლა” დაასახელა.
