2022 წელს, ,,გრემიზე” წარმატებული დებიუტისა და შარშანდელი ფიასკოს შემდეგ, ოლივია როდრიგო წლევანდელ დაჯილდოებას სტუმრის, ნომინანტისა და წარმდგენის სტატუსით დაესწრო. როდრიგო ,,გრემიზე” ნომინირებული მეთოთხმეტედ, ამჯერად ,,ვიზუალური მედიისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერისთვის” იყო, რომელშიც ჯილდო, ჯონ ბატისტმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ჯენზის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი, რომელსაც პოპულარობა 2021 წლის სადებიუტო სინგლმა – პირველ შეყვარებულთან, ჯოშუა ბასეტთან დაშორებით შთაგონებულმა სიმღერამ – Drivers License მოუტანა, საღამოზე ახალ ბოიფრენდთან, ლუი პარტრიჯთან ერთად მივიდა. მათი რომანტიკა აშკარად თვალშისაცემი იყო, რადგან წყვილს ერთმანეთის მიმართ გრძნობები კამერების წინ არ დაუმალავს.
ცნობისთვის, ამერიკელი არტისტისა და ინგლისელი მსახიობის რომანი სტარტს 2023 წლის მეორე ნახევარიდან იღებს.
შეგახსენებთ, რომ ოლივია როდრიგომ მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე, ,,გრემის” სამი, მათ შორის ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ჯილდო მოიგო.