მომღერალი მაგდა ჯოხაძე ბებიობით ტკბება. ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება.
„ვოკალისტი ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე ბებიობით დავკავდი. ჩემს შვილიშვილს ხშირად ვიტოვებ. მასზე ზრუნვა ძალიან მაბედნიერებს. დანიელი 19 ნოემბერს 7 თვის გახდა.
მინდა გითხრათ, რომ ბებიობა საოცარი შეგრძნებაა. მეც საოცარი ბებია მყავდა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე. პირადად მე ბებიასთან „ჩახუჭუჭებული“ ვიყავი. სულ სხვა შეგრძნებაა, როცა გარკვეულ ასაკში ხდები ბებია. კი ვიცოდი, რომ ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ასე თუ გადავირეოდი, არ მეგონა.
დღეს სულ სხვანაირი თვალით ვუყურებ სამყაროს – დანიელის თვალებით… ტირილის დროს თუ მუსიკას ჩავურთავ, ჩერდება…. როცა ვუმღერით, გასუსული ვუსმენთ…
ომარი საოპერო არიებს უმღერის, ანრი – თავის სიმღერებს და პატარაც განცხრომაშია. ნეტავ, დაგანახათ, როგორ უსმენს ბაბუების სიმღერებს!..“
