უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს და საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალება უნდა მიეცეს, თავად აირჩიოს ხელმძღვანელი.
”ყველამ თავი უნდა შეიკავოს სასამართლოს საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევისგან, სასამართლოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ გამოავლინოს და აირჩიოს ხელმძღვანელი. სასამართლოს მუშაობა უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტური, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არ უნდა იყოს ზეწოლის არანაირი ნიშნები. საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური შეფასებებისგან იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში.“
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა დღეს 16:00 საათზე გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 8 წევრი ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს.
მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი – ზაზა თავაძე.