LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენის პასუხი იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე

69
2019060316292227124

ომბუდსმენი სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მზადაა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდეს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერდა ბრალდებები თითქოსდა ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უკანონოდ გაასაჯაროვეს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები, რაზედაც განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს თანხმობა სახალხო დამცველისა და მის მიერ უფლებამოსილი პირების მიერ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე.

“ჩვენთვის გასაკვირია დასმული შეკითხვები, ვინაიდან დასკვნაში წარმოდგენილი ჩივილები, ჩატარებული კვლევების მონაცემები (მათ შორის ალბუმინის დაბალი მაჩვენებელი) და სხვა საყურადღებო საკითხები, რაზედაც იუსტიციის მინისტრი საჯაროდ აქცენტირებს, დეტალურად იყო გავლილი ექსპერტების მიერ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ვიზიტის განხორციელების დღესვე. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეფუძნება პაციენტის პირად შემოწმებას, ასევე თავად პენიტენციური დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო მასალების, ანალიზების პასუხების და ჩანაწერების შესწავლას.

იუსტიციის მინისტრისთვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის, ბუნებრივია, ისიც ცნობილია, რომ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი, მაღალი სანდოობისა და რეპუტაციის მქონე გამოცდილი ექიმებით, რომლებსაც ცხადია, გააჩნიათ იმ თითოეული სიმპტომის აღწერის, დიაგნოსტირების თუ რეკომენდაციაზე საუბრის/დადგენის კომპეტენცია რაზეც დასკვნაშია საუბარი.

ვინაიდან იუსტიციის მინისტრის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხები მოითხოვს კვალიფიციურ მსჯელობას და სპეციალურ სამედიცინო ცოდნას, სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მზად ვართ სამუშაო ფორმატში შევხვდეთ იუსტიციის სამინისტროს/პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს, სახელმწიფო კონსილიუმს, ექიმ-სპეციალისტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით გავმართოთ ექსპერტული მსჯელობა. მათ შორის, გამოვხატავთ მზადყოფნას, აღნიშნული დისკუსია იყოს საზოგადოებისთვის საჯარო.

ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შევახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი მზადაა ჩაერთოს ნებისმიერი სახის ექსპერტულ განხილვაში, სამინისტრომ დრო ხელოვნურად არ უნდა გააჭიანუროს. პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია. სამინისტროს აქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები დროულად არ გაითვალისწინა, რამაც პაციენტის მდგომარეობა გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად სამინისტრო დროის ფაქტორს ადეკვატურად შეაფასებს და უზრუნველყოფს პაციენტს ხარისხიანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისით.

დასასრულს, გვსურს გამოვეხმაუროთ იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოსდა ექსპერთა ჯგუფის წევრებმა უკანონოდ გაასაჯაროვეს მიხეილ სააკაშვილს პერსონალური მონაცემები. განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს თანხმობა სახალხო დამცველისა და მის მიერ უფლებამოსილი პირების მიერ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი და მის მიერ უფლებამოსილი პირები, ამ ტიპის მონაცემების გასაჯაროებას იმ ფარგლებში ახდენენ, რაც დასკვნების არგუმენტების საჯარო პოზიციონირებისთვის და საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g