რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება მსოფლიოს მთავარ თემად რჩება, მით უმეტეს, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინის ქალაქებზე დარტყმებს, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს. მოლაპარაკებები კი იმაზე რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ეს თავდაპირველად წარმოედგინა თუნდაც თეთრი სახლის მეთაურს.
მოლაპარაკებები მხოლოდ ამ მიმართულებით არ არის აქტუალური. დღის წესრიგშია შუა აღმოსავლეთის ამბები და განსაკუთრებით ირანი. გაჩნდა ინფორმაცია ურანის გადაცემაზე მესამე მხარისთვის ანუ რუსეთისთვის, მაგრამ ირანი არ მიიღებს ამ წინადადებას და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ თემას გამოიყენებს კიდეც. ირანი შეეცდება შექმნას იმიტაცია, რომ მოლაპარაკებები იმართება, პროცესი წინ მიდის და მიიღოს წნეხის შესუსტება. დასუსტებული ეკონომიკის მქონე ირანს სჭირდება სანქციების შერბილება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ევროპელების პოზიცია და კონსულტაციები.
იტალიის პრეზიდენტი ჯორჯა მელონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ვაშინგტონში ჩავიდა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპთან და შეეცდება სატარიფო პოლიტიკის საკითხებში ერთგვარი ხიდის როლი ითამაშოს.
სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
„ტრადიციული მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება და ასევე სატარიფო პოლიტიკაა, რომელიც აწუხებს ეკონომისტებს, მთელ მსოფლიოს, რაც შეიძლება გახდეს გლობალური სატარიფო ომის საწყისი.
თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უოტკოფი სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა, ვლადიმირ პუტინთან 5 საათი დაჰყო და მასთან შეხვედრის ძირითადი თემები ეხებოდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ნომერ პირველი საკითხია. უოტკოფი გახარებული იყო, რომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. ამბობს, რომ შესაძლებელია ომის შეწყვეტა. უკრაინის 5 ტერიტორიის რუსეთის ნაწილად აღიარების შემთხვევაში სწრაფად შეწყდება ომი და გაიშლება პერსპექტივა რუსეთ-აშშ-ის შორის.
უკრაინას არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს არის წითელი ხაზი, არ დათმობენ არცერთ მტკაველს და ამ მიმართულებით ვერ გაიმართება ვერანაირი მოლაპარაკებები.
არც ისე კარგად მიდის მოლაპარაკებები, როგორც ეს თავდაპირველად ტრამპს წარმოედგინა, იშვიათ მინერალებთან დაკავშირებითაც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა შეარბილა ტონი, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი ამ მიმართულებითაც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.
ამასობაში აშშ-ში განსხვავებული აზრები ყალიბდება. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმხრობა, რომ არ შეიძლება რუსეთის ნდობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგნელის პოზიციაა გახმიანებული, რომ ვიდრე არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული, ვერანაირი საუბარი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ვერ იქნება.
სატარიფო პოლიტიკაზე 90-დღიანი პაუზაა გამოცხადებული. ტრამპი კმაყოფილია, რომ 70-ზე მეტი ქვეყანა მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებების დასაწყებად. პირველი სერიოზული დიალოგი იქნება იაპონიასთან, ხოლო ჩინეთთან არც კი დაწყებულა. არ იხევს უკან ჩინეთის ლიდერი მიუხედავად თეთრი სახლის მოწოდება-გაფრთხილებისა. სი ძინ პინმა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტი გამართა და აგრძელებს მშვიდად აშშ-ის სანქციებისგან აღშფოთებულ ლიდერებთან დიალოგს. ვნახოთ სადამდე მივა და რა გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე ასეთი მიდგომები. ყველა შეშფოთებულია, რომ არა მხოლოდ ინდივიდუალურ სახელმწიფოებს, არამედ გლობალურ რეცესიას გამოიწვევს ისედაც მერყევ მსოფლიო ეკონომიკაზე“.
ფოტო: nypost