გაერთიანებული სამეფო ომიკრონით დაზარალებულ ბიზნესებს $1.3 მილიარდით დაეხმარება. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რაში სუნაკმა თქვა, რომ პაბები, რესტორნები და მასპინძლობის და დასვენების სხვა ბიზნესები ფულადი გრანტის სახით 6 000 ფუნტს მიიღებენ. ასევე, დამატებითი ფულადი სახსრები გამოეყოფა კულტურულ ინსტიტუტებს და კომპანიებს, ავადმყოფობის დღეების ასანაზღაურებლად.
აღსანიშნავია, რომ გაერთოანებული სამეფოს მთავრობის ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უპასუხოს ბიზნესის მოთხოვნას, მეტი მხარდაჭერის შესახებ. როგორც ცნობილია, ვირუსის გავრცელების გამო, ბრიტანელები თავს არიდებენ სოციალურ შეკრებებს, რაც ბიზნესების მუშაობაზე ნეგატიურად აისახება.