ომის 127-ე დღე – რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს. 10 სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ მიკოლაევზე. ერთ-ერთმა რაკეტამ 5 სართულიანი შენობა გაანადგურა, დაღუპულია 5 ადამიანი.
სარაკეტო თავდასხმა მოხდა სუმის რეგიონზეც, შედეგად დაიღუპა 2, დაშავდა 8 პირი.
შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. როგორც გუბერნატორი იუწყება, სარაკეტო შეტევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საჰაერო თავდასხმები იყო ოჩაკოვის, ხარკივისა და დონბასის რეგიონებზეც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.