LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის 23-ე დღე – სეპარატისტებმა ქალაქ ველიკო ბურლუცკის მერი გაიტაცეს

113
6001

უკრაინაში რუსეთული ომის 23-ე დღეა. შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას და ემზადებიან კიევზე თავდასხმისთვის.

მათი ძალისხმევა დონბასზეა კონცენტრირებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ლუგანსკში, ქალაქ რუბეჟნოეში სამთავრობო შენობები დაიკავეს. რუსეთის ძალებმა გაიტაცეს ქალაქ ველიკო ბურლუცკის მერი.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, მარიუპოლში განადგურებული თეატრის ნანგრევებიდან 140-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

თავდაცვისთვის ემზადება ოდესა. კვლავ კრიტიკული ვითარებაა მარიუპოლში, სადაც ქალაქის საბჭოს განცხადებით, ყოველდღიურად ოკუპანტებს 100-მდე საჰაერო იერიში მიაქვთ.

ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს რუსმა სამხედროებმა სუმში. რეგიონული ადმინისტრაცია ამბობს, რომ სამხედროები ხალხს მობილურებს და იარაღს ართმევენ. საჰაერო იერიშები გრძელდება ხარკოვში, სადაც ჭურვი ბაზარში შენობებს მოხვდა, ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა ერთი ადამიანი.

ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების ოჯახები გარდაცვალების შესახებ შეტყობინებებს იღებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთს ლოჯისტიკური პრობლემები აქვს.

უკრაინული მხარე კი რუსების 7 თვითმფრინავის, ერთი ვერტმფრენის, 3 საფრენი აპარატისა და 3 რაკეტის განადგურების შესახებ იუწყება. მათივე ინფორმაციით, რუსეთმა უკვე დაიქირავა ათასი მებრძოლი ბაშარ ალ ასადაისა და დაჯგუფება ჰეზბოლასგან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომის პერიოდში უკრაინაში სამედიცინო შენობებს 43-ჯერ დაესხნენ თავს, რა დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა.

magti 5g