LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის 50-ე დღეს, ოკუპანტები სისტემატურად ბომბავენ ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

81
Untitled design

უკრაინაში მიმდინარე ომის 50-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საბრძოლო ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან საავიაციო ჯგუფის შექმნას აგრძელებს და საარტილერიო დანაყოფებს აძლიერებს.

სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, არსებობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმის მუდმივი საფრთხე.

კვლავ გრძელდება სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სისტემატური დაბომბვა ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში:

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია გრძელდება.
მტერი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთ საზღვართან საავიაციო ჯგუფის შექმნას და აძლიერებს საარტილერიო დანაყოფებს. მუდმივად არსებობს საფრთხე, მტერმა მთელი უკრაინის მასშტაბით სარაკეტო იერიშები მიიტანოს.

ოკუპანტები აგრძელებენ სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სისტემატურ დაბომბვას ხარკოვის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი თავდასხმის სავარაუდო უბნებს ზვერავს, ასევე ზრდის დაზვერვის, მართვისა და სამედიცინო დახმარების სისტემების მასშტაბებს. ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას, ხდება დანაყოფების დაჯგუფება და მარაგის შევსება.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ რუსეთის სარდლობამ ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ტერიტორიაზე 60-70 ათასი ადამიანის მობილიზების დავალება მიიღო, თუმცა ეს მაჩვენებლები მხოლოდ 20 პროცენტით შესრულდა.

ჩვენ გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების! ერთად გავიმარჯვოთ! დიდება უკრაინას!” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g