LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 79 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა

109
1573065

უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-17 დღეს 79 ბავშვია დაღუპული, 100-ზე მეტი კი დაჭრილია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებიდან არიან.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დღევანდელი მონაცემებით, 280 სასწავლო დაწესებულებაა განადგურებული, მათგან ცხრა შენობა სრულიად დანგრეულია, ასევე განადგურებულია 10-მდე ბავშვთა საავადმყოფო.

„შვიდი მილიონი ბავშვი უკრაინაში რუსეთიდან წარმოებული საომარი მოქმედებების გამო განათლების მიღების გარეშე დარჩა“, – წერია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ეს მონაცემი არ არის სრული, რადგან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ვერ ხერხდება დაზარალებული ტერიტორიების სრულყოფილად დათვალიერება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

magti 5g