LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომის ფონზე არ იყო მიზანშეწონოლი“ – გერმანიის შს მინისტრი კიევში გადაღებული ფოტოს გამო ბოდიშს იხდის

119
Untitled design (1)

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი უკრაინაში გადაღებული ერთ-ერთი ფოტოს გამო წუხს და ბოდიშს იხდის. 

მას შემდეგ, რაც ნენსი ფეზერის უკრაინაში ვიზიტის დროს გადაღებულ ფოტოს სკანდალური გამოხმაურებები მოჰყვა, მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ნანობს.

ფოტო გადაღებულია ივნისში. კიევში გერმანიის საელჩოს აივანზე, ფეზერი კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსა და გერმანიის ელჩთან ერთად შამპანურს სვამს და ჟურნალისტების დანახვის დროს იცინის.

“ვნანობ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მიზანშეწონილი. ამავდროულად, ამ დროისთვის კიევში ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება იყო დაბრუნებული. თუმცა, ამის გაგება ძნელია ქვეყნის აღმოსავლეთში სამხედრო დანაშაულებისა და მიმდინარე ბრძოლების გათვალისწინებით. ხალხი საყიდლებზე დადის. საჯარო სივრცეში ისევ ყვავილებია დარგული. დადიან ბარებში, კაფეებში.

საღამოს ელჩთან მიგვიწვიეს და კიევის მერთან ვიტალი კლიჩკოსთან ერთად ის სასმელი ავირჩიეთ, რაც მან. ეს შეუსაბამოა, როცა სხვა ქვეყნიდან ხარ”, – განმარტა მინისტრმა.

აღნიშნული ფოტოს გამო გერმანელი მინისტრი პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მარიო ჩაიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ფოტოებს აქვს ეფექტი – და ამ ფოტოს ეფექტი ბევრს მეტყველებს”.

ფეზერი კიევს ივლისის ბოლოს ესტუმრა. მან ომის შედეგად განადგურებული ქალაქი ირპინიც მოინახულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g